გიორგი მამარდაშვილით „პორტუ“ დაინტერესდა - პორტუგალიელებს თანხის გადახდა გაუჭირდებათ #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილით „პორტუ“ დაინტერესდა - პორტუგალიელებს თანხის გადახდა გაუჭირდებათ #1TVSPORT

ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი „პორტუ“ დიოგო კოშტას შემცველელს ეძებს, პირველი კანდიდატი კი ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილია, – ინფორმაციას პორტუგალიელი კომენტატორი ლუიშ პინტო კოელიო ავრცელებს.

Lei de Mercado-ს პოდკასტის ბოლო ეპიზოდში, Bola na Rede-ს კომენტატორმა, ლუის პინტო კოელიომ განაცხადა, რომ გიორგი მამარდაშვილი „პორტუს“ სატრანსფერო სიაშია.

„ქართველი მეკარე „ვალენსიის“ ერთ-ერთი ყველაზე ფასეული წევრია, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატში მძიმე პერიოდი აქვს. ეს ტრანსფერი იოლი არ იქნება, რადგან მამარდაშვილის მიმართ ინტერესს იჩენს „ლესტერ სიტი“ (რომელიც ინგლისის პრემიერლიგიდან გავარდნის საფრთხის წინაშეა).

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც „პორტუს“ სასარგებლოდ არ მეტყველებს ფეხბურთელის ფასია – „ვალენსია“ მოთამაშის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს. შეთანხმება შეიძლება გამარტივდეს, თუ ესპანელები ამ თანხას შეამცირებენ“, – ამბობს პორტუგალიელი კომენტატორი.

მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ვალენსიაში“ ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა. ის „მესტალიაზე“ 2021 წელს ჩავიდა, თავდაპირველად მისი მეორე გუნდში თამაში იგეგმებოდა, მაგრამ საბოლოოდ პირველი მეკარე გახდა.

შეგახსენებთ, რომ გერმანული სამენეჯერო ინტერნეტპორტალი „ტრანსფერმარკტი“ საქართველოს ნაკრების მეკარის საბაზრო ღირებულებას 25 მილიონ ევროდ აფასებს.