გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ვილიარეალთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ვილიარეალთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურში „ვილიარეალს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 1:1.

სატურნირო თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაში მყოფ „ვალენსიას“ გამარჯვება სჭირდებოდა. „მესტალიაზე“ გამართული მატჩის პირველ ნახევარში ქართველი მეკარის გუნდი ფრთხილად თამაშობდა. მამარდაშვილმა ყველაზე სახიფათო დარტყმა მე-19 წუთზე მოიგერია. საბოლოოდ, პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ დიეგო ლოპესს „ღამურების“ დაწინაურების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზუსტად ვერ დაარტყა. „ვილიარეალმა“ კი მომენტით ისარგებლა და 62-ე წუთზე მამარდაშვილს ნიკოლას ჯექსონმა გაუტანა.

„ვალენსიამ“ ანგარიშის გათანაბრება 72-ე წუთზე მოახერხა. სამუელ ლინომ მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მამარდაშვილის გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე 34 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ „ესპანიოლსა“ (31) და „ხეტაფეს“ (31) ასწრებს, თუმცა ამ გუნდებს ტურის მატჩები ჩასატარებელი აქვთ.