გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „სევილიასთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „სევილიასთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „სევილიას“ უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში ქულას დასჯერდა – 0:0.

თამაშის დაწყებამდე გულშემატკივრებმა „მესტალიის“ შესასვლელთან „ვალენსიის“ მენეჯმენტის წინააღმდეგ აქცია გამართეს და კლუბის მეპატრონის, სინგაპურელი პიტერ ლიმის გადადგომა მოითხოვეს. თამაშს 44 506 მაყურებელი დაესწრო, რაც მიმდინარე სეზონში დასწრების რეკორდია, თუმცა გულშემატკივრებმა არცთუ ისე სანახაობრივი თამაში იხილეს.

გუნდები საგოლე მომენტების შექმნას იშვიათად ახერხებდნენ და ქართველ მეკარესაც ბევრი საქმე არ ჰქონია. „ვალენსია“ მეორე ტაიმში უფრო აქტიურობდა, მაგრამ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა, შედეგი არც „სევილიას“ კონტრშეტევებს მოუტანია და საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა.

25 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 36 ქულით მერვე ადგილზეა და ევროტურნირების ზონაში მყოფ გუნდებს ორი ქულით ჩამორჩება.