გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „სელტას“ სძლია #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „სელტას“ სძლია #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგაში ვიგოს „სელტას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.

ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარე კვლავ „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და საბოლოოდ საშუალო შეფასება, 6,4 ქულა დაიმსახურა.

მესტალიელებმა“ კარგად დაიწყეს და ტაიმი 44-ე წუთზე რიოხას გატანილი გოლით მინიმალური ანგარიშით მოიგეს. მართალია, 58-ე წუთზე როდრიგესმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ დურანმა (65) სტუმრებს მეორეც გაუტანა და „ვალენსიამ“ 2:1 მოიგო.

„ვალენსია“ 22 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-19 ადგილზე დარჩა, მაგრამ გადარჩენის ზონას ახლა მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.