გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „სელტა“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „სელტა“ დაამარცხა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ესპანეთის ჩემპიონატში „სელტას“ დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი შეხვედრა 2:1 მოიგო.

ლა ლიგის 34-ე ტურის მატჩამდე „ვალენსია“ მძიმე სატურნირო მდგომარეობაში იყო და „სელტასთან“ სტუმრად გამარჯვება სჭირდებოდა, რომელსაც უმაღლეს დივიზიონში ადგილი გარანტირებული ასევე არ აქვს.

სტუმრები ჯასტინ კლუივერტის გოლით მერვე წუთზე დაწინაურდნენ და ტაიმი 1:0 მოიგეს. „სელტამ“ მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო და 51-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ მამარდაშვილმა შესანიშნავი რეაქციით გუნდი გადაარჩინა.

მე-60 წუთზე ვიგოელებმა წონასწორობა მაინც აღადგინეს. კუთხურის გათამაშების შემდეგ ბურთი საჯარიმოში ჰარის სეფეროვიჩმა მიიღო და ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

88-ე წუთზე ალბერტო მარის გოლით „ვალენსია“ ისევ დაწინაურდა. 90+3-ე წუთზე „ღამურები“ ათი ფეხბურთელით დარჩნენ, მოედნიდან გაბრიელ პაულისტა გააძევეს, თუმცა მათ უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს.

„ვალენსია“ 33 ტურის შემდეგ 37 ქულით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე დაწინაურდა, მაგრამ გასავარდნ ზონაში მყოფ „ხეტაფეს“ ჯერ მხოლოდ სამი ქულით უსწრებს.