გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ მადრიდის „ატლეტიკო“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ მადრიდის „ატლეტიკო“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ლა ლიგაში სენსაციის ავტორი გახდა და მორიგ შეხვედრაში ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი მადრიდის „ატლეტიკო“ 3:0 დაამარცხა.

ვალენსიურმა გუნდმა, რომელიც ბოლო წლებში არასტაბილურად და არადამაჯერებლად თამაშობს, ლა ლიგის მიმდინარე სეზონიც ასევე დაიწყო, მაგრამ მე-5 ტურში რუბენ ბარახას გაწვრთნილებმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს და „ატლეტიკოს“ შანსი არ დაუტოვეს.

„ვალენსიას“ გამარჯვებაში დიდი როლი უგო დურომ ითამაშა, რომელმაც „ატლეტიკოს“ კარი მე-5 წუთზე აიღო, ხოლო 34-ე წუთზე დუბლი შეასრულა და „ღამურებმა“ ტაიმი 2:0 მოიგეს. 54-ე წუთზე ხავი გუერამ მადრიდელთა კარი მესამედაც აიღო.

გიორგი მამარდაშვილს მატჩის განმავლობაში საქმე, ფაქტობრივად, არ ჰქონია. ქართველმა მეკარემ 56-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

„ვალენსიამ“ 5 ტურის შემდეგ 9 ქულა დააგროვა, „ატლეტიკოს“ (7) გადაასწრო და მე-6 ადგილზე დაწინაურდა.