გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის პირველ ტურში სტუმრად „სევილია“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის პირველ ტურში სტუმრად „სევილია“ დაამარცხა #1TVSPORT

ესპანეთში ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყო გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“, რომელიც „სევილიას“ ესტუმრა და შეხვედრის ფავორიტი 2:1 დაამარცხა.

„სანჩეს პისხუანზე“ გამართულ ლა ლიგის პირველი ტურის მატჩში ქართველი მეკარე „ვალენსიის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. მან 23-ე წუთზე მეტოქის თავდამსხმელის, იუსეფ ენ ნესირის დარტყმული ბურთი მოიგერია.

მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში მოხდა. მე-60 წუთზე ანდრე ალმეიდას გადაცემით ანგარიში „ვალენსიის“ მცველმა, მუქტარ დიახაბიმ გახსნა. ათ წუთში „სევილიამ“ კარგი შეტევა გაითამაშა და იუსეფ ენ ნესირიმ მიზანს მაინც მიაღწია – 1:1.

81-ე წუთზე მასპინძლების მდგომარეობა დამძიმდა, რადგან მთავარმა არბიტრმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის „სევილიის“ მცველი ლოიკ ბადე მოედნიდან გააძევა. ამით „ვალენსიამ“ სწრაფად ისარგებლა, 87-ე წუთზე კონტრშეტევა ხავი გუერამ დააგვირგვინა.

კაცნაკლულმა „სევილიამ“ ბოლო წუთებზე შეუტია და რეალურ საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ სუსოს უძლიერესი დარტყმა მამარდაშვილმა მოიგერია და სტუმრებს გამარჯვება შეუნარჩუნა.