გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ხეტაფე“ დაამარცხა და ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ხეტაფე“ დაამარცხა და ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის 35-ე ტურის მატჩში „ხეტაფე“ 3:0 დაამარცხა და ელიტარულ დივიზიონში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა.

შეხვედრა „მესტალიაზე“ გაიმართა. მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. მე-8 წუთზე პეპელუმ პენალტით ანგარიში გახსნა, 18-ე წუთზე უპირატესობა ლოპესმა გაზარდა, ხოლო 30-ე წუთზე დურომ კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.

მიუხედავად დიდი უპირატესობისა, გიორგი მამარდაშვილი მატჩში აქტიურად ჩაერთო და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. მე-13 წუთზე ომარ ალდერეტეს ძლიერი დარტყმის შემდეგ აიღო ბურთი, 16-ე წუთზე კი საჯარიმოდან დროულად გამოვიდა და შეტევა ჩაშალა, ხოლო პირველ ტაიმში, დამატებით წუთებზე პეტერ ფედერიკოს არ გაატანინა.

35 ტურის შემდეგ „ვალენსიას“ აქტივში 45 ქულაა, რითიც გუნდი მე-9 ადგილზეა. სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „მესტალიელებს“ ევროზონაში მოხვედრის შანსიც აქვთ — მე-7 ადგილზე მყოფ გუნდს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.