გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ კონკურენტ „კადისთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ კონკურენტ „კადისთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „კადისს“ ესტუმრა და 1:2 წააგო.

ქართველი მეკარე ძირითად შემადგენლობაში იყო. 39-ე წუთზე მასპინძლები კუთხურის გათამაშების შემდეგ დაწინაურდნენ – ანგარიში თავური დარტყმით გონსალო ესკალანტემ გახსნა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „კადისის“ უპირატესობა სერხიო გვარდიოლამ გაზარდა. ვალენსიელებმა ერთი გოლი 51-ე წუთზე გაიტანეს (სამუელ ლინო), მაგრამ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ 1:2 დამარცხდნენ.

ამ წაგებით მამარდაშვილის გუნდი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. 32 ტურის შემდეგ 33 ქულით მე-17 ადგილზე დაქვეითდა და ლა ლიგა 2-ში გავარდნის საფრთხის წინაშეა.