გიორგი მამარდაშვილის შეძენით „ასტონ ვილა“ ინტერესდება #1TVSPORT
ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ასტონ ვილა“ გიორგი მამარდაშვილს აკვირდება, როგორც ემილიანო მარტინესის პოტენციურ შემცვლელს იმ შემთხვევაში, თუ არგენტინელი მეკარე კლუბს დატოვებს.
Utd Wales-ის ცნობით, ინტერესი სერიოზულია, თუმცა „ლივერპული“ არ განიცდის ზეწოლას, რომ ქართველი მოთამაშე გაუშვას. ამიტომ კლუბში მხოლოდ იმ შეთავაზებებს განიხილავენ, რომლებიც მათ მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.
პარალელურად, იტალიელი ჟურნალისტი მირკო დი ნატალე ამტკიცებს, რომ გულიელმო ვიკარიო „იუვენტუსის“ სასურველი მეკარეა, მაგრამ, შესაძლოა, ალისონ ბეკერის „ლივერპულიდან“ დამატების საკითხი კვლავ გააქტიურდეს. თეორიულად ეს იმას ნიშნავს, რომ ინგლისური გრანდის ძირითად მეკარედ ქართველს ვიხილავთ.