გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი გადაიდო - „ლივერპულმა“ „ბორნმუთი“ დაამარცხა #1TVSPORT
„ლივერპულმა“, სადაც გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, პრემიერლიგაში ახალი სეზონი დაიწყო – ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა პირველ ტურში „ბორნმუთს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა – 4:2.
ქართველ მეკარეს ინგლისურ კლუბში ოფიციალურ შეხვედრაში ჯერ არ უთამაშია – მამარდაშვილი ამჯერადაც სათადარიგოთა შორის იყო, არნე სლოტმა კარში გამოცდილი ალისონ ბეკერი დააყენა.
მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და 27-ე წუთზე ახალწვეულის, ფრანგი თავდამსხმელის, უგო ეკიტიკეს გოლით დაწინაურდნენ, 49-ე წუთზე კი კოდი გაკპომ „ლივერპულის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
„ბორნმუთის“ განელმა თავდამსხმელმა, ანტუან სემენიომ 64-ე და 76-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
„ლივერპულმა“ მაინც მოიგო – 88-ე წუთზე ფედერიკო კიეზამ მესამე გოლი გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90+4-ე წუთზე მუჰამედ სალაჰმა დააფიქსირა და არნე სლოტის გუნდმა სეზონი გამარჯვებით გახსნა.