გიორგი მამარდაშვილის დამაჯერებელი თამაშით „ვალენსიამ“ „ჟირონასთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის დამაჯერებელი თამაშით „ვალენსიამ“ „ჟირონასთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგაში უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა „ვალენსიამ“, რომელიც გასვლაზე „ჟირონას“ დაუზავდა – 1:1.

გიორგი მამარდაშვილი ისევ „ვალენსიის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. მან სამჯერ ბრწყინვალე ნახტომით გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, ხოლო მისი თამაში 6.7 ქულით შეაფასეს. ამ შედეგით „ვალენსია“ მე-16 ადგილზე გადავიდა, თუმცა გავარდნის საფრთხე ჯერ კიდევ რეალურია.

პორტუგალიის ჩემპიონატში „სპორტინგი“ ოთარ მამაგეიშვილის „ფამალიკაოს“ 1:1 დაუზავდა. ზედიზედ მეორე შეხვედრაა, რაც 21 წლის ქართველი ნახევარმცველი „ფამალიკაოს“ განაცხადში აღარ ჩანს — მიზეზი უცნობია.

იტალიის სერია A-ში „ტორინომ“ საბა გოგლიჩიძის და საბა საზონოვის „ემპოლი“ 1:0 დაამარცხა. ქართველების გუნდი გასავარდნ ზონაში რჩება. საქართველოს ნაკრებში გამოძახებულ გოგლიჩიძეს ამჯერად „ემპოლის“ რიგებში არ უთამაშია, ხოლო საზონოვი რეაბილიტაციის პროცესს გადის.