გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიის“ ყოფილი მეკარის, ხოსე მანუელ ოჩოტორენას გარდაცვალებას გამოეხმაურა – მადლობა, რომ მენდე და დამეხმარე გავზრდილიყავი, როგორც ფეხბურთელი, ისე ადამიანი #1TVSPORT
64 წლის ასაკში გარდაიცვალა საფეხბურთო კლუბ „ვალენსიის“ ლეგენდარული მეკარე ხოსე მანუელ ოჩოტორენა, – ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა.
ბოლო თვეების განმავლობაში ოჩოტორენა მძიმე სენს ებრძოდა.
ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში“ გადასვლისას მეკარეთა მწვრთნელის პოზიციას სწორედ ოჩოტორენა იკავებდა და მის პროფესიულ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ოჩოტორენას გარდაცვალებას მამარდაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„ადამიანი, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ჩემს კარიერასა და ცხოვრებაზე, აღარ არის. მადლობა ყველაფრისთვის, რაც მასწავლე. მადლობა, რომ მენდე და დამეხმარე, გავზრდილიყავი როგორც ფეხბურთელი, ისე ადამიანი, მშვიდად განისვენე“, – დაწერა ქართველმა ფეხბურთელმა.
ხოსე მანუელ ოჩოტორენა კარიერის განმავლობაში „რეალ მადრიდის“, „ვალენსიის“, „ტენერიფეს“, „ლაგრონესისა“ და „რასინგ სანტანდერის“ ღირსებას იცავდა. ესპანეთის ნაკრებში მას ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.
Desde el Valencia CF lamentamos profundamente el fallecimiento de José Manuel Ochotorena, Leyenda de nuestro Club y referente del fútbol español.
Mítico portero del Valencia CF, donde llegó a ser trofeo Zamora, siguió forjando su leyenda y dejando una huella imborrable como… pic.twitter.com/l4imxAfFF5
— Valencia CF (@valenciacf) October 27, 2025