გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიამ“ წარადგინა - ფეხბურთელის გარემოცვა დარწმუნებულია, რომ ის გუნდის მომავალი პირველი ნომერი იქნება #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიამ“ წარადგინა - ფეხბურთელის გარემოცვა დარწმუნებულია, რომ ის გუნდის მომავალი პირველი ნომერი იქნება #1TVSPORT

ცნობილმა ესპანურმა კლუბმა „ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილი წარადგინა – საქართველოს ნაკრების მეკარე ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს კლუბის პირველი შენაძენი აღმოჩნდა და მან სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო.

„ქართველმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა იცის, რომ მწვრთნელი მასზე იმედს ამყარებს. „მესტალიას“ გუნდის იდეა ისაა, რომ ქართველმა პერიოდულად შანსი მიიღოს და პირველ და სარეზერვო გუნდებში ერთდროულად ივარჯიშოს. ფეხბურთელის გარემოცვა დარწმუნებულია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ის „ვალენსიას“ მომავალი პირველი ნომერი იქნება“, – წერს ესპანური გამოცემა eldesmarque.

ამ სეზონზე 20 წლის მეკარე „ვალენსიაში“ იჯარით იასპარეზებს, სეზონის ბოლოს შესყიდვის უფლებით – ეს „დინამო თბილისისა“ და „ვალენსიას“ ხელშეკრულებაშია წერია. მამარდაშვილი დაიცავს „ვალენსია მესტალიას“ ღირსებას, მაგრამ ივარჯიშებს პირველ გუნდთან და შესაძლებლობა ექნება, გახდეს მთავარი გუნდის მესამე მეკარე.

მამარდაშვილმა ესპანელთა ყურადღება შარშან სექტემბერში მიიპყრო, როდესაც „ლოკომოტივი“ ევროპის ლიგაზე „გრანადას“ დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა 2:0 წააგო, მეკარემ შესანიშნავი თამაში აჩვენა.

გიორგი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისში რუმინეთისა და ნიდერლანდების ნაკრებებთან ამხანაგური მატჩებისთვისაც გამოიძახა.