გიორგი მამარდაშვილი სამედიცინო შემოწმებას გაივლის #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი სამედიცინო შემოწმებას გაივლის #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ცნობილი გახდება, რამდენად სერიოზულია „ვალენსიის“ ქართველი მეკარის ტრავმა, რომელიც „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის დროს მიიღო, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი უახლოეს საათებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რადგან „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის დროს ტკივილი იგრძნო და ტრავმის ხარისხი უნდა გაირკვეს.

დაზიანება მან მატჩის 28-ე წუთზე მიიღო. ამის გამო, თამაში მცირე პაუზის შემდეგ განახლდა, რადგან „ვალენსიის“ სამედიცინო გუნდი მამარდაშვილის დახმარებას ცდილობდა.

ამ დროს, გუნდის მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მეკარეს, სტოლე დიმიტრიევსკის დაავალა, გახურებულიყო და მზად ყოფილიყო იმ შემთხვევისთვის, თუ მამარდაშვილი თამაშს ვერ გააგრძელებდა, თუმცა დისკომფორტის მიუხედავად, ქართველმა მატჩის დასრულება მოახერხა“, – წერს გამოცემა footboom1-ი.

ესპანური გამოცემა Relevo-ს ცნობით კი, უცნობია, იქნება თუ არა მამარდაშვილი მზად „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ პარასკევს საღამოს დანიშნული მატჩისთვის.