გიორგი მამარდაშვილი ქომაგებმა „ვალენსიის“ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი ქომაგებმა „ვალენსიის“ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT

„ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2022-2023 წლის სეზონში გუნდის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. გამოკითხვაში, რომელიც Radio Plaza-მ ჩაატარა, გუნდის ქომაგები მონაწილეობდნენ.

„ქართველი მეკარე ამ გამოკითხვის მესამე გამარჯვებულია და პორტუგალიელი თავდამსხმელი გონსალო გედეში ჩაანაცვლა, რომელმაც წინა ორი სეზონის გამოკითხვა მოიგო. გიორგი გასულ წელს მეორე ადგილზე გავიდა. ახლახანს დასრულებულ სეზონში კი მისი როლი გუნდში კიდევ უფრო გაიზარდა.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ ქართველი მეკარე გადამწყვეტ ფუნქციას შეასრულებდა „ვალენსიაში“. მიუხედავად გუნდის არასტაბილური თამაშისა, მამარდაშვილი ბევრ შეხვედრაში „ღამურების“ დაცვის მთავარი ფიგურა იყო. ის 32 ქულით პირველ ადგილზე გავიდა და დიდი უპირატესობით გაასწრო მეორეადგილოსან სამუელ ლინოს, რომელმაც 23 ქულა მიიღო“, – წერს plazadeportiva.

გიორგიმ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებისთვის სამახსოვრო პრიზი მიიღო რადიოს სპორტული პროგრამის დირექტორის, პაკო პოლიტესგან.

„ეს ჯილდო ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის გულშემატკივრების დამოკიდებულებას ასახავს. იმედია, შემდეგი სეზონი პირადად ჩემთვის და გუნდისთვის გაცილებით უკეთესი იქნება“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მეკარე.

გამოკითხვის შედეგები – „ვალენსიის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ქომაგების ვერსიით:

1. გიორგი მამარდაშვილი – 32 ქულა
2. სამუელ ლინო – 23 ქულა
3. ხავი გერა – 18 ქულა
4. მუკტარ დიაჰაბი – 16 ქულა
5. ედინსონ კავანი – 15 ქულა