გიორგი მამარდაშვილი - ოფიციალურ შეხვედრაში დებიუტით ძალიან ბედნიერი ვარ #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი - ოფიციალურ შეხვედრაში დებიუტით ძალიან ბედნიერი ვარ #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრებში ოფიციალური შეხვედრა პირველად ითამაშა – ვილი სანიოლმა მას ჩრდილოეთ მაკედონიასთან პრინციპულ მატჩში ანდო კარის დაცვა და „ვალენსიას“ 21 წლის მეკარემ ნდობა გაამართლა – მცველების დახმარებით და მშვიდი, საიმედო მოქმედებით კარი „მშრალად“ შეინახა.

მამარდაშვილმა მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებმა ეს მოგება დაიმსახურა:

„ძალიან რთული თამაში გამოვიდა. ეროვნული ნაკრების ოფიციალურ შეხვედრაში ჩემი დებიუტით ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობას ვუხდი გულშემატკივარს, მთელი გუნდი ბედნიერი ვართ, რომ გავიმარჯვეთ“, –  ამბობს მამარდაშვილი.

ახალგაზრდა მეკარე იმედოვნებს, რომ „ჯვაროსნები“ წარმატებულ სერიას გააგრძელებენ:

„წინ კიდევ ბევრი თამაში გვაქვს მოსაგები. 12 ივნისს თბილისში ბულგარეთთან ძალიან რთული მატჩი გველის. ამიტომ ივნისის ბოლო შეხვედრაში გულშემატკივარსა და სავსე სტადიონს ველოდებით“, – აცხადებს ეროვნული გუნდის მეკარე.