გიორგი მამარდაშვილი მოედანს „ჩელსისთან“ შეხვედრაში დაუბრუნდა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი მოედანს „ჩელსისთან“ შეხვედრაში დაუბრუნდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი ტრავმის შემდეგ მოედანსა და „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა. ქართველმა მეკარემ „ჩელსის“ წინააღმდეგ მატჩში ითამაშა, რომელიც 1:1 დასრულდა.

ინგლისის პრემიერლიგაში 19 აპრილს „ევერტონთან“ მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ორმატჩიანი იძულებითი შესვენების შემდეგ არნე სლოტმა მამარდაშვილი კვლავ „წითლების“ ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა.

„ლივერპული“ რაიან გრავენბერხმა მე-6 წუთზე დააწინაურა, „ჩელსიმ“ კი წონასწორობა 35-ე წუთზე ენცო ფერნანდესის გოლით აღადგინა.

ქართველი მეკარის გუნდი 59 ქულით მე-4 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში იმყოფება.