გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულში“ დებიუტის მოლოდინშია - სამი თვის შემდეგ ვრძნობ, რომ კლუბსა და მის გარემოცვას შევეგუე #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულში“ დებიუტის მოლოდინშია - სამი თვის შემდეგ ვრძნობ, რომ კლუბსა და მის გარემოცვას შევეგუე #1TVSPORT

„ქართველი მეკარე ზაფხულში „ვალენსიიდან ჩამოვიდა“ და მოუთმენლად ელის ოფიციალურ დებიუტს. ეს დებიუტი, შესაძლოა, სამშაბათს საღამოს „ენფილდზე“ შედგეს, რადგან არნე სლოტი ლიგის თასის მესამე რაუნდის „საუთჰემპტონთან“ მატჩის შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს“, – ინფორმაციას „ლივერპულის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს და ქართველ მეკარესთან ინტერვიუს აქვეყნებს.

„ბევრი ვიშრომე და ჩემი დებიუტით, ჩემი პირველი ოფიციალური მატჩით ძალიან ბედნიერი ვარ. ვითამაშებ თუ არა, მზად უნდა ვიყო. ყოველდღე მონდომებით ვმუშაობ.

„ლივერპულში“ გადასვლიდან თითქმის სამი თვის შემდეგ ვრძნობ, რომ კლუბსა და აქაურ გარემოს შევეგუე. ძალიან კარგი ხალხია. ალისონი ძალიან დამეხმარა, რომ უკეთესი გავმხდარიყავი. ბავშვობაში ვოცნებობდი ისეთ მოთამაშეებთან შეხვედრაზე, როგორებიც არიან ალისონი, ვირჯილი (ვან დეიკი) და მო (სალაჰი). ახლა მათთან ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ.

აქ ბევრი შესანიშნავი მოთამაშეა. ეს ადრეც ვიცოდი, მაგრამ ის, რაც ვნახე, აბსოლუტური სიგიჟეა. „ლივერპული“ სამშაბათს ლიგის თასზე ითამაშებს. ვფიქრობ, ყველა შეჯიბრება მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი შესაძლებლობაა, გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები.

რატომ ავირჩიე 25 ნომერი? მამაჩემიც მეკარე იყო და 25 ნომერს ატარებდა. ვფიქრობ, ამ მემკვიდრეობას ვაგრძელებ. პეპესვილიარეალში“ შევხვდი, როცა მის წინააღმდეგ ვთამაშობდი. ის ძალიან კარგი ადამიანი და ძალიან კარგი მეკარეა“, – ამბობს მამარდაშვილი.

„ლივერპული“ ლიგის თასის (კარაბაოს თასი) გათამაშებაში დღეს ერთვება, გიორგი მამარდაშვილის გუნდი „საუთჰემპტონს“ 23:00-დან დაუპირისპირდება.