გიორგი მამარდაშვილი „ხეტაფესთან“ მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი „ხეტაფესთან“ მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიისა“ და „ხეტაფეს“ შორის გამართული ლა ლიგის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

საქართველოს ნაკრების მეკარის გუნდმა მეტოქე 1:0 დაამარცხა, რაშიც გიორგიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მან გუნდი ხუთჯერ სხვადასხვა სირთულის დარტყმის შემდეგ გადაარჩინა.

მამარდაშვილი სამმა საფეხბურთო ანალიტიკურმა პორტალმა გამოარჩია. Sofascore-მა და Flashscore-მა ქართველ მეკარეს 8.0 დაუწერა, ხოლო Whoscored-მა – 7.8. „ვალენსიის“ ოფიციალურმა გვერდმა კი გიორგი ასე დაახასიათა – „ყველაზე საიმედო მოთამაშე“.

ქართველმა მიმდინარე სეზონში ცხრა შეხვედრაში არ გაუშვა გოლი, რაც მის ესპანურ კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.