გიორგი მამარდაშვილი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, – მოთამაშეები პორტალმა sofascore-მა შეარჩია.

კვიპროსთან შეხვედრის დიდი ანგარიშით მოგების (4:0) მიუხედავად, საფეხბურთო ანალიტიკურმა გვერდმა საქართველოს ნაკრებიდან მაღალი შეფასებები მხოლოდ გიორგი მამარდაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიას დაუწერა – 8.1 ქულა.

მამარდაშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, რადგან მეკარეებს შორის ტურში საუკეთესო შეფასება ჰქონდა. ხვიჩა კვარაცხელიას კი ქულა არ ეყო. მის პოზიციაზე პორტალმა უელსელი ჰარი ვილსონი დააყენა, რომლის თამაშიც 8.7 ქულით შეფასდა.

ვილსონმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ხორვატიის ნაკრებთან გამარჯვებაში (2:1). „ფულემის“ უელსელმა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა და ეროვნული ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე დააწინაურა.