გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის თასზე დაასვენეს – „ვალენსიამ“ „ლოგრონესი“ დაამარცხა #1TVSPORT

01:19, 03.11.2023
VITORIA-GASTEIZ, SPAIN - SEPTEMBER 02: Giorgi Mamardashvili of Valencia CF reacts during the LaLiga EA Sports match between Deportivo Alaves and Valencia CF at Estadio de Mendizorroza on September 02, 2023 in Vitoria-Gasteiz, Spain. (Photo by Juan Manuel Serrano Arce/Getty Images)

ესპანეთის თასის (კოპა დელ რეი) 1/64-ფინალში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ლოგრონესს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

ეს იყო პირველი შეხვედრა სეზონის დაწყების შემდეგ, როდესაც საქართველოს ნაკრების მეკარე „ვალენსიის“ კარში არ იდგა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ კარის დარაჯად ამჯერად ხაუმე დომენეკი გაამწესა.

„ვალენსიის“ მეტოქე რანგით მეხუთე ლიგის (სეგუნდა RFEF) გუნდია და მწვრთნელის მიერ ქართველი მეკარის დასვენების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ლოგიკური იყო. მან ძირითადი შემადგენლობის კიდევ რამდენიმე წევრი დაასვენა.

„ვალენსიას“ გაცილებით დაბალი ლიგის წარმომადგენლის წინააღმდეგობის დაძლევა გაუჭრდა და ანგარიში მხოლოდ 45+1-ე წუთზე გახსნა, მასპინძლებს პაბლო გოზალბეზმა გაუტანა. საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე დიეგო ლოპესმა დააფიქსირა – 0:2.

მსგავსი