გიორგი მამარდაშვილი ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩზე – შეიძლებოდა, მომენტები გამოგვეყენებინა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც ერთა ლიგის ბოლო ტურის დაპირისპირებაში ჩრდილოეთ ირლანდიასთან პენალტი მოიგერია და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, შეხვედრა შეაფასა.
„ფიზიკური თამაში იყო, თუმცა გვქონდა მომენტები, რომელთა გამოყენებაც შეიძლებოდა. ჩვენი ოცნება და მიზანია, კიდევ ერთხელ ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე.
რაც შეეხება ჩემს თამაშს, ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო კლუბსა თუ ნაკრებში. ვცდილობ, თავდაჯერება მთელ გუნდს გადავდო. ამ ოთხი თამაშისთვის ძალიან ვემზადებოდი.
ჩემთვის ნაკრებში თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ახლა, როცა კლუბში დიდი სათამაშო დრო არ მეძლევა. ვფიქრობ, არცერთ შეხვედრაში ცუდად არ მითამაშია და რამდენიმე ეპიზოდში გუნდსაც დავეხმარე.
ბრძოლა გრძელდება ჩემთვისაც, ყველა ფეხბურთელისთვისაც და გულშემატკივრისთვისაც. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო შეხვედრაზე მოსულ ქართველ ქომაგებს“, – ამბობს მამარდაშვილი.