გიორგი მამარდაშვილი - ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და მომავალ მატჩებში ქულები დავაგროვოთ #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი - ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და მომავალ მატჩებში ქულები დავაგროვოთ #1TVSPORT

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლში ნორვეგიასთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც 1:1 დასრულდა, საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული გიორგი მამარდაშვილი იყო. „ჯვაროსნების“ მეკარემ რამდენჯერმე გუნდი გოლისგან იხსნა, მოპოვებულ ქულაში მისი დამსახურება დიდია.

„რთული და კარგი თამაში გამოვიდა. მატჩამდე დიდი აჟიოტაჟი იყო და ეს წნეხი მოქმედებდა, რაც საწყისი 25 წუთი ჩვენს თამაშშიც იგრძნობოდა.

შემდეგ ცოტა დავმშვიდდით და თამაში გამოვასწორეთ. ვფიქრობ, მეტიც შეგვეძლო, თუმცა, ჩემი აზრით, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და მომავალ მატჩებში ქულები დავაგროვოთ.

სხვათა შორის, ჩვენს კარში გასულ გოლზე ნაწილობრივ გავლენა ძლიერმა ქარმაც იქონია, კარგად ვერ შევამჩნიე, ბურთი რანაირად დატრიალდა. მეორე ტაიმში ქარი ჩადგა, თამაშიც შედარებით გამოვასწორეთ და საბოლოოდ ქულის მოპოვება მოვახერხეთ“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.