გიორგი მამარდაშვილი - ბედნიერი მაშინ ვარ, როცა კარს „მშრალად“ ვინახავ #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი - ბედნიერი მაშინ ვარ, როცა კარს „მშრალად“ ვინახავ #1TVSPORT

„ვალენსიის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა საქართველოს ნაკრებში გამომგზავრებამდე გიორგი მამარდაშვილს მცირე ინტერვიუ ჩამოართვა.

„ვილიარეალთან“ ლა ლიგის 29-ე ტურში სტუმრად დამარცხების (0:1) მიუხედავად, 23 წლის კიპერი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს (სეზონში მეოთხედ), რადგან გუნდი ექვსჯერ ურთულესი დარტყმის შემდეგ გადაარჩინა და პენალტიც მოიგერია.

„წაგება საწყენია. „ვილიარეალთან“ ძალა და ენერგია დაგვაკლდა, ბურთის უკეთესი კონტროლი და უფრო შემტევი თამაში გვჭირდებოდა. თუმცა ახლა საერთაშორისო სანაკრებო შესვენებაა, ძალები უნდა მოვიკრიბოთ და მუშაობა გავაგრძელოთ.

ბედნიერი მაშინ ვარ, როცა კარს „მშრალად“ ვინახავ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და თითოეულ თამაშზე კონცენტრირება შევძლოთ. ამის შედეგად „მშრალი“ სერიაც მოვა.

მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, ჩვენ ასეთივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ თამაში, კარგი შეხვედრები ჩავატაროთ და მიზნისკენ სვლა გავაგრძელოთ“, – ამბობს გიორგი მამრდაშვილი.