გიორგი მამარდაშვილი – ამ სეზონში პირველად „ტოტენჰემთან“ ვითამაშე და მინდოდა, სიამოვნება მიმეღო #1TVSPORT

20:06, 16.09.2026

კარაბაოს თასზე“ „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“ მოპოვებული გამარჯვების (3:1) შემდეგ „ლივერპულის“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა როგორც საკუთარ, ისე გუნდის წარმატებულ თამაშზე ისაუბრა.

„ჯვაროსნების“ პირველი ნომერი „ლივერპულის“ სასტარტო შემადგენლობაში სეზონში პირველად მოხვდა და ერთ-ერთი იყო იმ 10 ცვლილებიდან, რომლებიც მთავარმა მწვრთნელმა ანდონი ირაოლამენფილდზე“ გამართული მესამე რაუნდის მატჩისთვის განახორციელა.

„მამარდაშვილმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და გადამწყვეტი როლი ითამაშა „წითლების“ ტურნირის მომდევნო ეტაპზე გასვლაში“ – ასე შეაფასა გუნდის ვებგვერდმა ქართველი მეკარის თამაში და მისი კომენტარი გამოაქვეყნა.

„კარგი თამაში გამოვიდა და ვისიამოვნე. მიხარია, რომ ბურთები მოვიგერიე და გუნდს ცოტათი დავეხმარე, ბედნიერი ვარ“ – განუცხადა მამარდაშვილმა მატჩის შემდეგ Liverpoolfc.com-ს.

საქართველოს ნაკრების მეკარემ მატჩის მიწურულს, როდესაც ანგარიში 2:1 იყო, „ტოტენჰემის“ თავდამსხმელის, ომარ მარმუშის დარტყმული ურთულესი ბურთი ბურთი მოიგერია, რომელსაც რიკოშეტის გამო ტრაექტორია შეეცვალა. ამ ეპიზოდის მნიშვნელობა მამარდაშვილმა ასე შეაფასა:

„გადავხედე იმ მომენტს, მართლაც წარმოუდგენელი იყო, კარგი მოგერიება გამოვიდა. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. განსაკუთრებით „ენფილდზე“ – ჩვენი გულშემატკივრების წინაშე. ბედნიერი ვარ, ამ სეზონში თამაშის შანსი არ მქონია, ამიტომ მინდოდა, დღევანდელი დღით მესიამოვნა – და ასეც მოხდა. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ“.

მსგავსი