გიორგი მამარდაშვილი 25 წლამდე ასაკის მეკარეთა რეიტინგში საუკეთესო ხუთეულში დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი 25 წლამდე ასაკის მეკარეთა რეიტინგში საუკეთესო ხუთეულში დაასახელეს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი 25 წლამდე ასაკის მეკარეთა საუკეთესო ხუთეულშია – უახლესი კვლევა CIES Football Observatory-იმ გამოაქვეყნა, რაც ქართველი მეკარის პროგრესზე მიუთითებს.

CIES Football Observatory-იმ ​მოთამაშეთა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც „ვალენსიის“ ქართველი მეკარე საუკეთესოთა შორის დაასახელეს. აღნიშნულ კვლევაში მსოფლიოს 75 ლიგის მოთამაშეთა შედეგებია გაანალიზებული.

რეიტინგში გამოარჩიეს 25 წლამდე საუკეთესო მეკარეები ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნათამაშები წუთებისა და მატჩების მიხედვით. გიორგი საკვანძო მოთამაშე იყო როგორც „ვალენსიაში“, ასევე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და მისმა კოეფიციენტმა 67.0-ს მიაღწია.

25-წლამდე მეკარეთა რეიტინგში მამარდაშვილზე წინ მხოლოდ ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ბენტკო კრეპსკი („ატლეტიკო პარანაენსე“) და დიოგო კოშტა („პორტო“) დაასახელეს. ამავე დროს, ვალენსიელთა ქართველი ლეგიონერი უსწრებს ისეთ გამორჩეულ მეკარეებს, როგორებიც არიან ილან მელიე („ლიდსი“), მარტენ ვანდერვორდი („გენკი“) და ანატოლი ტრუბინი („შახტარი“).