გიორგი მამარდაშვილი 2000 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი 2000 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი 2000 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, – გუნდი გერმანულმა გამოცემამ, 90min.de-მ შეადგინა.

1. გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია, საქართველო

2. ჯერემი ფრიმპონგი, ლევერკუზენი, ნიდერლანდები

3. უესლი ფოფანა, ჩელსი, საფრანგეთი

4. სვენ ბოტმანი, ნიუკასლი, ნიდერლანდები

5. ალფონსო დევისი, ბაიერნი, კანადა

6. აურელიენ ჩუამენი, რეალი, საფრანგეთი

7. სანდრო ტონალი, ნიუკასლი, იტალია

8. ფილ ფოდენი, მანჩესტერ სიტი, ინგლისი

9. ხულიან ალვარესი, მანჩესტერ სიტი, არგენტინა

10. ვინისიუს ჯუნიორი, რეალი, ბრაზილია

11. ერლინგ ჰალანდი, მანჩესტერ სიტი, ნორვეგია

„გიორგი მამარდაშვილის სახელი დღემდე ნაკლებად არის ცნობილი, მაგრამ მას სულ უფრო ხშირად ახსენებენ, როცა საქმე მეკარის უდიდეს ტალანტს ეხება.

საქართველოს ნაკრების მეკარეს კონტრაქტი „ვალენსიასთან“ აქვს, თუმცა მალე უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დადგება. მამარდაშვილი „ბაიერნში“ მანუელ ნოიერის შემცვლელად განიხილებოდა. რა თქმა უნდა, მას ნათელი მომავალი ელის, იმის მიუხედავადაც, რომ მსოფლიო დონის მოთამაშეებში ჯერ კიდევ არ შედის“, – წერს გერმანული გამოცემა.