გიორგი მაკარიძე „რიუ ავედან“ „სეტუბალში“ გადავიდა
გიორგი მაკარიძე „რიუ ავედან“ „სეტუბალში“ გადავიდა

გორგი მაკარიძემ პორტუგალიური კლუბი „რიუ ავე“ დატოვა და ახალ კლუბში გადავიდა – ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.

„სეტუბალის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ნაკრების მეკარემ ახალ კლუბთან კონტრაქტი 28 წლის მეკარემ 2020 წლის ბოლომდე გააფორმა.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობას ვუხდი „სეტუბალის“ ხელმძღვანელობას, რომელსაც ჩემი პოტენციალის სჯეროდა და საშუალება მომეცა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე პორტუგალიურ კლუბში გადმოვსულიყავი. უკვე ვიცნობ გუნდის ბევრ მოთამაშე. ესაა შესანიშნავი მოთამაშეების ჯგუფი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჩემპიონატის კარგად დასრულებას შევძლებთ“, – ამბობს ქართველი მეკარე.

გიორგი მაკარიძე საქართველოს ნაკრების მეორე მეკარეა, რომელმაც იანვარში ახალ კლუბში გადავიდა. მცირე ხნის წინ გიორგი ლორია მეორე ბუნდესლიგის „მაგდებურგში“ ჩაირიცხა.