გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ტურის მეკარეა - „ბრაგასთან“ თამაში წარმატებული გამოდგა [ვიდეო]

გიორგი მაკარიძე პორტუგალიის საფეხბურთო ჩემპიონატის (პრიმეირა ლიგის) მე-5 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

საქართველოს ნაკრების მეკარე „ვიტორია სეტუბალში“ თამაშობს, რომელმაც მე–5 ტურში „ბრაგას“ უმასპინძლა, რომელიც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

გიორგი მაკარიძე ერთდროულად ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა. სტატისტის საფეხბურთო გვერდმა „სოფასკორმა“ ქართველს 10-ბალიან სისტემაში 8,2 ქულა დაუწერა, ხოლო საბუკმეკერო კანტორის, „ბეტის“ პორტუგალიურმა ინტერნეტგვერდმა ქართველის თამაში 7,1 ქულით შეაფასა. ორივე შემთხვევაში, ტურში „სეტუბალის“ ქართველ კიპერს მეკარეთა შორის საუკეთესო შეფასება აღმოაჩნდა და ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ბრაგასთან“ თამაში ჩვენი გუნდისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ექვსი სეივი და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩემპიონატში. მე-4 შეხვედრა გოლის გაშვების გარეშე და სეზონის პირველი გამარჯვება ჩემპიონატში“, – ასე გამოეხმაურა ქართველი მეკარე აღიარებას სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიაში გამართული ხუთი ტურის შემდეგ გიორგი მაკარიძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეორედ დაასახელეს და შესაბამისად, ტურის მეკარეც მეორედ გახდა.

დატოვე კომენტარი