გიორგი მაკარიძე - „მალმესთან“ რთული შეხვედრა გველის, მაგრამ მეორე ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს #1TVSPORT
გიორგი მაკარიძე - „მალმესთან“ რთული შეხვედრა გველის, მაგრამ მეორე ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „მალმესთან“ განმეორებით შეხვედრამდე თბილისის „იბერიის“ ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.

იური ტაბატაძე: „ერთი გოლით შეიძლება სურათი შეიცვალოს. ამიტომ მთავარია, მაქსიმუმი გავაკეთოთ. პირველ შეხვედრას ბევრი რამ დავაკელით, როდესაც შეიძლებოდა, სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია. შევეცდებით, უკეთ ვითამაშოთ და მეორე ეტაპზე გავიდეთ“.

გიორგი მაკარიძე: „რთული შეხვედრა იქნება, „მალმე“ სახლში გვეთამაშება, მაგრამ შანსს დაველოდებით და, ჩემი აზრით, ყველაფერი შესაძლებელია. კარგად მოვემზადეთ და შეცდომებს გამოვასწორებთ – ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს და ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ“.

გიზი მამაგეიშვილი: „ვემზადებით იმ განწყობით, რომ გავიმარჯვოთ და სახლში შემდეგი ეტაპის საგზურით დავბრუნდეთ. შეცდომები გავაანალიზეთ და ვფიქრობთ, შემდეგი შეხვედრისას მოედანზე ბევრად ძლიერები გავალთ და იმ შეცდომებს გამოვასწორებთ, რაც პირველ თამაშში გვქონდა. ტაქტიკური შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და უკეთესი თამაში ვაჩვენოთ“.

პირველი მატჩი „მიხეილ მესხის არენაზე“ შვედეთის ჩემპიონმა 3:1 მოიგო. „მალმე ნიუ სტედიუმზე“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი 15 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. „მალმე“-„იბერიის“ შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.