გიორგი მაკარიძე - იმედი მაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ და გულშემატკივარს გავახარებთ #1TVSPORT
გიორგი მაკარიძე - იმედი მაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ და გულშემატკივარს გავახარებთ #1TVSPORT

ტალინის „ლევადიასთანკონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის „იბერიის“ მთავარ მწვრთნელთან, ლევან კორღალიძესთან ერთად მეკარე გიორგი მაკარიძე იმყოფებოდა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„პირველი თამაშიდან გამომდინარე, შანსები თანაბარია, მაგრამ ხვალ ვეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ. მწვრთნელის დავალებებს თუ შევასრულებთ, იმედი მაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ და გულშემატკივარს გავახარებთ.

დიდი იმედი მაქვს, თამაშზე მაყურებელი მოვა და გვერდში დაგვიდგება. პირობას ვდებთ, რომ გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. მთავარი საკუთრი ძალების რწმენაა, რაც ბოლო თამაშებში დაგვაკლდა. იმედია, ხვალ ყველაფერი სხვაგვარად იქნება“.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია“ ესტონეთის ჩემპიონს, „ლევადიას“ საპასუხო შეხვედრაში 29 ივლისს თბილისში დაუპირისპირდება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 20:00 საათიდან შემოგთავაზებთ.