გიორგი მაისურაძემ უკრაინის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

21:17, 10.04.2026

ჟიტომირის „პოლესიეს“ მცველმა, გიორგი მაისურაძემ უკრაინის პრემიერლიგაში „პოლტავასთან“ თავი გოლით გამოიჩინა და გუნდს დამაჯერებელ გამარჯვებაში დაეხმარა – 4:0.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ ჟიტომირის „პოლესიეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჯერ სათადარიგო გუნდში გადაიყვანა, შემდეგ კი მისი კლუბიდან გაშვებაც იგეგმებოდა.

თუმცა მაისურაძემ მწვრთნელის ნდობა დაიბრუნა, მთავარ გუნდს დაუბრუნდა და ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის ძირითად შემადგენლობაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ზედიზედ მეორედ ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა 71-ე წუთზე ეფექტური გოლი გაიტანა.

23 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის უკრაინის ჩემპიონატში ეს პირველი გოლია.

მსგავსი