გიორგი ლორია ტრავმაზე - საშიში არაფერია, რამდენიმე დღე დავისვენებ
გიორგი ლორია ტრავმაზე - საშიში არაფერია, რამდენიმე დღე დავისვენებ

გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურში ახნაშიეთნიკოსთან“ შეხვედრამდე მოთელვისას დაშავდა. თუმცა, მისი თქმით, საშაში არაფერია – ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ილაპარაკა.

„ბოლო ტურის შეხვედრა გამოვტოვე. გახურების დროს მცირე ტკივილი ვიგრძენი და გარისკვა არ ივარგებდა, თორემ შეიძლებოდა გართულება მოჰყოლოდა. ეს გამოკვლევამაც აჩვენა, სავარაუდოდ, შესაძლოა, შემდეგ ტურშიც შევძლო თამაში. ყოველდღე მიდის შემოწმება და უკეთესობას ვგრძნობ, მაგრამ თუ სარისკო იქნება, თამაშს გამოვტოვებ. თუმცა, რაც ყველაზე სასიხარულოა, სერიოზული ტრავმა არაა და მხოლოდ რამდენიმედღიანი დასვენება მომიწევს“, – ამბობს გიორგი ლორია.

გამოცდილი მეკარის თქმით, სათადარიგოთა სკამიდან თამაშის ყურება რთული გამოდგა:

„ასეთი რამ პირველად მომივიდა – მოთელვის შემდეგ თამაში გამოვტოვე. გვერდიდან მატჩის ყურება რთული გამოდგა. ტრიბუნაზე ჯდომას კი მიჩვეული არ ვარ“.