გიორგი ლორია - შემოთავაზება ძალიან კარგი გუნდებიდან იყო, მათ შორის ბელგიიდან #1TVSPORT
გიორგი ლორია - შემოთავაზება ძალიან კარგი გუნდებიდან იყო, მათ შორის ბელგიიდან #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორია იყო, რომელმაც განვლილ სეზონზე ილაპარაკა.

„მნიშნელოვანი იყო, რომ წელს ტიტული მოგვეგო. წელს დაგეგმილი გეგმით ვერ წავედით, იყო შანსი, ჩემპიონთა ლიგაზე გავსულიყავით, მაგრამ თასი ავიღეთ. გუნდის ხერხემალი ქართველები ვიყავით. გუნდს ეტყობოდა, ოქრიაშვილი და ქვილითაია რომ თაამშობდნენ,“ – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გიორგი ლორიამ.

ლორიამ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, გუნდში დარჩება:

„მე ფამაგუსტელებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს, მაგრამ იყო შემოთავაზებები. გუშინაც რაღაცები გაირკვა, შემოთავაზება ძალიან კარგი გუნდებიდან იყო. ერთი გუნდი ბელგიიდან იყო, მეორე კი კვიპროსული გახლდათ.  13 ივნისს კვიპროსის სუპერთასის მატჩი გვაქვს და დიდი ალბათობით, მომავალ სეზონსაც „ანორთოსისში“ ვითამაშებ“.

დატოვე კომენტარი