გიორგი ლორია - სადებიუტო მატჩიც „მიხეილ მესხზე“ ჩავატარე და ორი პენალტიც ამ სტადიონზე მოვიგერიე #1TVSPORT
გიორგი ლორია - სადებიუტო მატჩიც „მიხეილ მესხზე“ ჩავატარე და ორი პენალტიც ამ სტადიონზე მოვიგერიე #1TVSPORT

გიორგი ლორიამ კომენტარი გააკეთა „დინამო თბილისში“ დაბრუნებაზე, რომლის შემდეგაც პირველი მატჩი საქართველოს სუპრთასის ნახევარფინალში გორის „დილასთან“ ჩაატარა და ორი მოგერიებული პენალტით გუნდი ფინალში გაიყვანა.

„წლების წინ „დინამო თბილისში“ ჩემი დებიუტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა. მერე ამავე სტადიონზე თასის ფინალში ორი პენალტი მოვიგერიე. ასეთი სიმბოლური დამთხვევა სასიამოვნოა ჩემთვის.

რაც შეეხება დაბრუნებას, გულით და სულით ვეცდები, რომ „დინამო თბილისს“ წარმატების მიღწევაში დავეხმარო“, – ამბობს გიორგი ლორია.

„მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური შეხვედრა „დინამო თბილისსა“ და გორის „დილას“ შორის 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში ლორიამ „დილას“ მოთამაშეების, ალეფ სანტოსისა და მიშიკო სარდალიშვილის მიერ შესრულებული პენალტები მოიგერია, „დინამომ“ კი სერია 4:2 მოიგო და ფინალში გავიდა.

სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ფინალში ერთმანეთს „დინამო თბილისი“ და ბათუმის „დინამო“ დაუპირისპირდებიან. ტიტულისთვის მატჩი, ისევე როგორც მესამე ადგილისთვის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედო“ და გორის „დილა“ შეხვდებიან, 4 ივლისს გაიმართება. მატჩების მასპინძელი სტადიონები მოგვიანებით დაზუსტდება.