გიორგი ლორია - პაოკ-ში გადასვლა ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ შევთანხმდით #1TVSPORT
გიორგი ლორია - პაოკ-ში გადასვლა ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ შევთანხმდით #1TVSPORT

გიორგი ლორიას თქმით,. სალონიკის პაოკ-ში ტრანსფერზე მოლაპარაკებას მართავდა, მაგრამ ბერძნულ კლუბთან ვერ შეთანხმდა. ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ 36 წლის ქართველმა მეკარემ ბერძნულ რადიო „მეტროპოლის 95.5“-თან (Metropolis 95.5) ინტერვიუში განაცხადა.

„სალონიკში მოლაპარაკებაზე ნამდვილად ვიყავი. ეს 2014 ან 2015 წლებში იყო, როდესაც „ოფი“ დავტოვე და მოლაპარაკებებისთვის საბერძნეთში ჩავედი. პაოკ-ში თამაში ძალიან მინდოდა. ვისაუბრეთ და კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით.” – განაცხადა ლორიამ.

მას კითხვა 31 მარტს სალონიკში გამართულ საბერძნეთი – საქართველოს მატჩსა და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ჯგუფში გუნდების შანსებზეც დაუსვეს:

„ჯგუფური ტურნირის დაწყებამდე ყველა საუბრობდა ესპანეთის, შემდეგ კი შვედეთისა და საბერძნეთის შანსებზე. არავის ეგონა, რომ საქართველოს ნაკრები ასეთ დონეზე ითამაშებდა და რომ ჩვენი გამოსვლა ამდენად კარგი იქნებოდა. შვედეთთან და ესპანეთთან თამაშებში მხოლოდ თავს არ ვიცავდით, ვცდილობდით ფეხბურთი გვეთამაშა და მომენტები შეგვექმნა. საბერძნეთში ჩვენ იგივე გავაკეთეთ”.

დატოვე კომენტარი