გიორგი ლორია - კვიპროსის ჩემპიონატის შემდეგ კონფერენს ლიგაზე გაგვიჭირდება #1TVSPORT
გიორგი ლორია - კვიპროსის ჩემპიონატის შემდეგ კონფერენს ლიგაზე გაგვიჭირდება #1TVSPORT

გიორგი ლორიას აზრით, ფამაგუსტას „ანორთოსისი“ მეორე ტაიმს მაღალ ტემპში ვერ ატარებს – საქართველოს ნაკრებისა და „ანორთოსისის“ მეკარემ ამაზე ყურადღება ახნასეთნიკოსთან“ კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ გაამახვილა.

„ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორიას თქმით კი, კვიპროსის ჩემპიონატის შემდეგ გუნდს კონფერენს ლიგის ჯგუფში თამაში გაუჭირდება.

„მნიშვნელოვანია, რომ მოვიგეთ და ახლა შემდეგ თამაშზე ვფიქრობთ, მაგრამ ძნელია კვიპროსიდან ევროტურნირზე გადართვა. დღეს ვნახეთ, რომ მეორე ტაიმში ჩვენი მაჩვენებლები და ეფექტურობა გარკვეულწილად მცირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი მატჩისთვის სწორად მოვემზადოთ“, – განაცხადა გიორგი ლორიამ.

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ „ეთნიკოსს“ მოუგო (2:1), მაგრამ პირველ ტაიმში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა მეორე ნახევარში რომ შეინარჩუნა, ამაში დიდი წვლილი გიორგი ლორიას მიუძვღის.

ქართველი კიპერი „ანორთოსისის“ კარში შეუცვლელად იდგა და თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა. გიორგი ლორიამ ხუთჯერ (37-ე, 84-ე, 86-ე, 90+1, 90+5 წუთებზე) ფამაგუსტელები რეალური ხიფათისგან იხსნა და მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ტურის შეხვედრას ქართველების „ანორთოსისი“ 30 სექტემბერს გიორგი ჩაკვეტაძის „გენტის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი ბელგიაში, „გელამკო არენაზე“ გაიმართება.