გიორგი ლორია - „კრილიადან“ წამოსვლა არ მსურდა, მაგრამ ასე მოხდა
გიორგი ლორია - „კრილიადან“ წამოსვლა არ მსურდა, მაგრამ ასე მოხდა

„სამარას სპორტული მოტივებით არ ვტოვებ“ – ეს გიორგი ლორიამ „კრილია სოვეტოვის“ ოფიციალურ გვერდთან განაცხადა. საქართველოს ნაკრების მეკარე რუსეთის პრემიერლიგის კლუბში 2015 წლიდან თამაშობდა, მაგრამ ახლა მისი დატოვება მოუხდა, თავისუფალი აგენტი გახდა და უგუნდოდაა.

„სამწუხაროა, რომ კლუბთან დამშვიდობება ამ რეჟიმში მიწევს. „კრილია სოვეტოვს“ სპორტული მოტივებით არ ვტოვებ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამარელ გულშემატკივრებს, გუნდს და, რა თქმა უნდა, „კრილია სოვეტოვს“. აქ ორი წლის განმავლობაში ვთამაშობდი და სამარაში დარჩენა მსურდა, მაგრამ ასე გამოვიდა. მე ძალიან შევეჩვიე გუნდს და თავს კარგად ვგრძნობდი – კლუბშიც და ქალაქშიც. კარგი ურთიერთობა მაქვს სამარის გულშემატკივრებთან. მინდა მათ და კლუბს წარმატებები ვუსურვო. იმედია, ყველა ამოცანა შესრულდება და კლუბი სატურნირო ცხრილში მაქსიმალურად მაღალ ადგილს დაიკავებს. მადლობა კვლავ კლუბს და ყველას, ვინც „კრილიას“ მხარს უჭერს” – ამბობს ლორია.