გიორგი ლორია ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელთა ასეულში მოხვდა
გიორგი ლორია ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელთა ასეულში მოხვდა

უეფა-მ ევრო 2020-ის შესარჩევ ტურნირში მონაწილე ფეხბურთელთა რეიტინგი შეადგინა. TOP 100-ში ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა – საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია. მან 64-ე ადგილი დაიკავა.

ფეხბურთელებს ქულები ენიჭებოდათ სპეციალურად შედგენილი ალგორითმით. ლორიამ შესარჩევში რვა მატჩში შეუცვლელად ითამაშა, 11 გოლი გაუშვა, 34 დარტყმა მოიგერია და პასების სიზუსტე 75 პროცენტი (159/215) ჰქონდა. საბოლოოდ, ქართველმა ფეხბურთელმა 982 ქულა დააგროვა.

ამ რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. მემფის დეპაი (ჰოლანდია) – 2607

2. ფრენკი დე იონგი (ჰოლანდია) – 2518

3. ჯორდან პიკფორდი (ინგლისი) – 2401

4. მატეის დე ლიგტი (ჰოლანდია) – 2195

5. იესპერ სილესენი (ჰოლანდია) – 1885

6. ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი) – 1878

7. ბერნანრდო სილვა (პორტუგალია) – 1847

8. რუბენ დიაში (პორტუგალია) – 1785

9. სერხიო რამოსი (ესპანეთი) – 1783

10. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) – 1763