გიორგი ლორია - ჩვენ გამარჯვება და მეორე ადგილის დაკავება გვსურს #1TVSPORT
გიორგი ლორია - ჩვენ გამარჯვება და მეორე ადგილის დაკავება გვსურს #1TVSPORT

პაფოსთან“ კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში მოგებამ თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ ევროსაგზურის მოპოვების იმედი გაუღვიძა – ახლა თეორიულად გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსიც გაუჩნდა.

ფამაგუსტელთა ქართველი მეკარე გიორგი ლორია იმედოვნებს, რომ „ანორთოსისი“ დასკვნით შეხვედრებში მობილიზებას და გადამწყვეტი ქულების მოპოვებას შეძლებს.

„ძალიან რთული მატჩი გველის „აპოელთან“, რომელიც სახლში ბევრად უკეთ თამაშობს, ვიდრე გასვლაზე. ეს კარგი გუნდია, რომელსაც კარგი მწვრთნელიც ჰყავს. მაგრამ ნიქოზიაში სამი ქულის მოსაპოვებლად წავალთ. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება და მეორე ადგილის დაკავება იქნება. ორი თამაში დარჩა და წარმატების მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – ამბობს ლორია.

ქართველმა მეკარემ „პაფოსთან“ მოგებაზე ისაუბრა და არ დამალა, რომ გამარჯვება იოლი არ იყო.

„მადლობას ვუხდი „ანორთოსისის“ მხარდამჭერებს. გვინდა, რომ ეს ადამიანები ჩვენი გამარჯვებებით მუდამ გავახაროთ. „პაფოსთან“ რთული მატჩი იყო, პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ. შესვენების შემდეგ მობილიზაცია და მიზნის მიღწევა მოვახერხეთ, გოლიც გავიტანეთ და დამსახურებულად მოვიგეთ“.

შეგახსენებთ, რომ სეზონის შედეგებით, გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეთა ნომინაციაშია დასახელებული.