გიორგი ლორია - არ მომწონს, როდესაც ვიღაცები იძახიან, რომ სეზონი უმიზეზოდ უნდა გაგრძელდეს და ფული შემოვიდეს
გიორგი ლორია - არ მომწონს, როდესაც ვიღაცები იძახიან, რომ სეზონი უმიზეზოდ უნდა გაგრძელდეს და ფული შემოვიდეს

საქართველოს ნაკრებისა და ფანმაგუსტას „ანორთოსისის” მეკარემ, გიორგი ლორიამ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, როდესაც საფეხბურთო სეზონის განახლება პრაგმატული მოსაზრებების გამო სურთ.

„ძალიან არ მომწონს, როდესაც ვიღაცები იძახიან, რომ სეზონი ყველა მიზეზის გარეშე უნდა გაგრძელდეს და ფული შემოვიდეს. მთავარი მოთამაშეების, მწვრთნელების, მსაჯების, გულშემატკივრების ჯანმრთელობაა. თამაშები ისეთ დროს უნდა განახლდეს, როდესაც ფეხბურთი ადამიანებისთვის უსაფრთხო იქნება.” – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ლორია..

გიორგი ლორია დარწმუნებულია, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრას ყველა გუნდის თითოეული წევრი ფორმაში შეხვდება.

„ბელარუსთან მატჩი ისეთ დროს არ ჩატარდება, რომ ერთი ნაკრები მზად იყოს და მეორე – მოუმზადებელი და ვინმეს პრობლემები შეექმნას. სეზონი რა დროსაც არ უნდა განახლდეს, თამაშები მიყოლებით ჩატარდება და ჩვენი ნაკრების მატჩი რა დროსაც არ უნდა დაინიშნოს, დარწმუნებული ვარ, გუნდები ფორმაში იქნებიან.“ – აცხადებს საქართველოს ნაკრებისა და ფანმაგუსტას „ანორთოსისის” მეკარე.