გიორგი ლომია - საქართველოს მოსახლეობამ სალომე ზურაბიშვილს იძულებითი ლეგიტიმაცია მისცა
გიორგი ლომია - საქართველოს მოსახლეობამ სალომე ზურაბიშვილს იძულებითი ლეგიტიმაცია მისცა

სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მიერ სრული ლეგიტიმაცია არ მიუღია, ეს იყო იძულებითი ლეგიტიმაცია, რომელიც მისცა და გამოუცხადა ჩვენმა მოსახლეობამ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა გიორგი ლომიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა ცუდს და უარესს შორის.

გიორგი ლომიამ ასევე განაცხადა, რომ ის ინაუგურაციის ღონისძიებას არ დაესწრება და მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაიმართოს ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლეში.

„მე რომც მიმიწვიონ ინაუგურაციაზე, არ ვაპირებ წასვლას. ეს ჩემი პირადი აზრია. ვფიქრობ, იმიტომ ტარდება ინაუგურაცია თელავში, რომ მათ არეულობას თავი აარიდეს. მე არ ვთვლი, რომ ქალბატონი სალომე მეფის სასახლეში უნდა მართავდეს ინაუგურაციას. ის არც მეფის შთამომავალია და არც საქართველოს მიერ სრული ლეგიტიმაცია მას არ მიუღია. ეს იყო იძულებითი ლეგიტიმაცია, რომელიც მისცა და გამოუცხადა ჩვენმა მოსახლეობამ“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.