გიორგი კვერნაძის შესანიშნავი სერია გრძელდება – ქართველმა თავდამსხმელმა ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და „ფროსინონეს“ ერთ-ერთის ლიდერის, ჩემპიონთა ლიგის მონაწილე „კომოს“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:0.
იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურის დაპირისპირება საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მაღალ დონეზე ჩაატარა. მე-5 წუთზე ანგარიში ჯაკომო კალომ გახსნა, კვერნაძემ კი შესვენებამდე (45+3) სხვაობა ორამდე გაზარდა – მისი თამაში 8.0 ქულით შეაფასეს.
ხუთი ტურის შემდეგ „ფროსინონე“ 10 ქულით მეხუთე ადგილზეა, გიორგი კვერნაძე კი შესანიშნავ სეზონს ატარებს – სერია A-ში მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა, სულ კი ყველა ტურნირზე 5 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.