გიორგი კვერნაძის სატრანსფერო ღირებულება ოთხ მილიონ ევრომდე გაიზარდა #1TVSPORT
გიორგი კვერნაძის სატრანსფერო ღირებულება ოთხ მილიონ ევრომდე გაიზარდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ფროზინონეს“ თავდამსხმელის, გიორგი კვერნაძის სატრანსფერო ღირებულება ოთხ მილიონ ევრომდე გაიზარდა, – ასეთია Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები.

23 წლის თავდამსხმელმა გასული სეზონი იტალიის სერია B-ს „ფროზინონეში“ წარმატებით ჩაატარა: 36 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც გუნდის სერია A-ში დაწინაურებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. ამასთან, მას საქართველოს ნაკრებშიც რეგულარულად უხმობენ.

შედეგად, კვერნაძის შეფასება 3.5 მილიონიდან 4 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ის „ჯვაროსნების“ ახალგაზრდა თაობიდან ერთადერთი არ არის, ვისი მონაცემებიც გაუმჯობესდა, მანამდე ირაკლი ეგოიანის სატრანსფერო ღირებულება – 1.8 მილიონი, ხოლო გიზო მამაგეიშვილის 1.2 მილიონი ევრო გახდა.