გიორგი კვერნაძემ სერია A-ში ითამაშა – „ფროზინონე“ „იუვენტუსთან“ დამარცხდა #1TVSPORT

22:38, 23.08.2026

სერია A-ში დაბრუნებულმა „ფროზინონემ“ სეზონი „იუვენტუსთან“ შეხვედრით გახსნა და 0:1 დამარცხდა.

იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის დაპირისპირებაში გიორგი კვერნაძე „ფროზინონეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.

„იუვენტუსმა“ ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა – ფლანგური გადაცემის შემდეგ „ფროზინონეს“ დაცვა ჩავარდა, ბრემერმა კი თავით გაიტანა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მსგავსი