გიორგი კვერნაძემ იტალიის თასზე დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა #1TVSPORT
გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ შემადგენლობაში სეზონის პირველი შეხვედრა იტალიის თასზე შესანიშნავად ჩაატარა და „იუვე სტაბიას“ დამარცხებაში მთავარი როლი ითამაშა – 4:1.
1/32-ფინალურ დაპირისპირებაში ქართველი თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-20 წუთზე ანგარიში გახსნა, 29-ე წუთზე მისი გადაცემით კიჩელამ სხვაობა ორამდე გაზარდა, მესამედ კი თავი რაიმონდომ გამოიჩინა.
მეორე ტაიმში „იუვე სტაბიამ“ სხვაობა კანდელონეს დარტყმით შეამცირა, მაგრამ 71-ე წუთზე კვერნაძემ დუბლი შეასრულა, სამბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 8.8 ქულა დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.