გიორგი კვერნაძემ იტალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT

19:19, 12.09.2026

გიორგი კვერნაძემ იტალიის სერია A-ში თავი ისევ გამოიჩინა და „ფროზინონეს“ სტუმრად, „ჯენოასთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 1:1.

იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურის დაპირისპირებაში ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში სწრაფად გახსნა – მან „ჯენოას“ კარის აღება მე-14 წუთზე შეძლო. საბოლოოდ, მისი თამაში 7.9 ქულით შეფასდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მასპინძლებს ტაიმის ბოლოს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ 45+1-ე წუთზე კოლომბომ პენალტი ვერ გამოიყენა. თუმცა, 50-ე წუთზე ვასკესმა წონასწორობა მაინც აღადგინა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 1:1.

„ფროზინონე“ 4 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, გიორგი კვერნაძემ კი მიმდინარე სეზონში საკუთარ ანგარიშზე უკვე 2 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

მსგავსი