გიორგი კვერნაძემ „რიეტისთან“ გასვლით ამხანაგურ შეხვედრაში გოლი გაიტანა და „ფროზინონეს“ მოგებაში 2:0 ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა.
იტალიის სერია D-ს გუნდთან „ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალვინიმ ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და შეუცვლელად ათამაშა. გიორგიმ „რიეტის“ 22-ე წუთზე გაუტანა და ანგარიში 2:0 გახადა.
„ფროსინონე“ სერია B-ს სეზონის დაწყებამდე კიდევ ორ ტესტმატჩს გამართავს და ორივეს დაბალლიგელებთან – 8 აგვისტოს „ბენევენტოსთან“, ხოლო 14 აგვისტოს „ლაკილასთან“.
სეზონს კი იტალიის თასზე 17 აგვისტოს „მონცასთან“ გასვლითი დაპირისპირებით გახსნის.