გიორგი კვერნაძე – სერია A-ში სადებიუტო გოლით ბედნიერი ვარ #1TVSPORT
გიორგი კვერნაძემ სერია A-ში „ვენეციასთან“ ბოლო წუთებზე გაიტანა და „ფროზინონეს“ გამარჯვება (3:2) მოუტანა. ეს ქართველი თავდამსხმელისთვის იტალიის მთავარ ლიგაში სადებიუტო გოლიც გამოდგა – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„„ფროზინონეს“ გუნდური სულისკვეთება ახასიათებს. სერია A-ში ერთად გადმოვედით და ადგილის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ბევრს ვშრომობთ, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ. მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელებისგან ბოლომდე ბრძოლას, დაცვის დახმარებასა და შეტევაში სივრცეების ათვისებას მოითხოვს.
სერია A-ში სადებიუტო გოლს რაც შეეხება, ძალიან ბედნიერი ვარ. გატანა „ფიორენტინასთანაც“ ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. თუმცა მთავარია, რომ მოვიგეთ და ბოლო ორ თამაშში 6 ქულა მოვიპოვეთ. იმედია, ახალ სეზონში ბევრ ბურთს გავიტან.
საქართველოს ნაკრებში კონკურენციასა და ნაკლებ სათამაშო წუთებს რაც შეეხება, ჩვენ გვყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, იმედია, მალე ეროვნულ გუნდში ერთად თამაშს შევძლებთ“.